მაკრონი დასავლეთის ჯარების უკრაინაში ყოფნას არ გამორიცხავს

საფრანგეთის პრეზიდენტმა კვლავ დაადასტურა თავისი პოზიცია, რომ არ უნდა გამოირიცხოს დასავლეთის ძალების რუსეთში გაგზავნის შესაძლებლობა. ინტერვიუში, რომელიც მაკრონმა საფრანგეთის სახელმწიფო ტელევიზიას მისცა, მას ჰკითხეს, დასავლეთის ჯარების უკრაინაში გაგზავნის შესახებ, რაც მან საჯაროდ გამოაცხადა გასულ თვეში.

„დღეს არ ვართ იმ სიტუაციაში, მაგრამ ყველა ვარიანტი შესაძლებელია. მაკრონმა, რომელიც საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია, უარი განაცხადა, აღეწერა, რა ვითარებაში იქნება საფრანგეთის მზად, ჯარი გააგზავნოს უკრაინაში.

მან გააფრთხილა დასავლეთის ქვეყნები, არ გამოავლინონ სისუსტე რუსეთის მიმართ.


ემანუელ მაკრონი გამოდის გაფრთხილებით, რომ ევროპის უსაფრთხოება სასწორზე დევს. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპის უსაფრთხოება უკრაინაში „საფრთხის წინაშეა“ და რომ რუსეთის გამარჯვება კიევის წინააღმდეგ, „ნულამდე შეამცირებს ევროპისადმი სანდოობას."

მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთი მზადაა, უზრუნველყოს რომ რუსეთმა ვერ გაიმარჯვოს უკრაინაში. მოკავშირეებს კი მოუწოდა, არ დააწესონ ერთგვარი ლიმიტი უკრაინის დახმარებაზე.

"ნებისმიერი, ვინც მხარს უჭერს უკრაინის დახმარების „შეზღუდვას“, „ირჩევს დამარცხებას." აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.


მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ ერთ დღეს დადგება დრო, როცა რუსეთის პრეზიდენტთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობა გაჩნდება, "პირველ რიგში, ეს ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ პუტინი აღარ იყოს პასუხისმგებელი პირი რუსეთში."  ამავე სატელევიზიო გამოსვლაში მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი არასოდეს იქნება რუსეთის წინააღმდეგ შეტევის ინიციატორი და რომ პარიზი არ ომობს მოსკოვთან.