რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ვინიცის ოლქში საცხოვრებელ სახლს დაეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.
ვინიცის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ბორზოვის განცხადებით, ოთხივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. სამუშაოები ნანგრევების გასასუფთავებლად გრძელდება“, - აცხადებს სერგეი ბორზოვი.
მოგვიანებით, უკრაინის საჰაერო ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დრონები დაფიქსირდა სუმის ოლქშიც. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ განაცხადა, რომ კიევის ოლქში, დედაქალაქის მისადგომებთან, საჰაერო თავდაცვა მოქმედებს.