უკრაინა და უნგრეთი მომავალ კვირას სამთავრობოთაშორის შეხვედრას გამართავენ

უკრაინა და უნგრეთი მომავალ კვირას სამთავრობოთაშორის შეხვედრას გამართავენ.

ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

განცხადების თანახმად, სატელეფონო საუბრის დროს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობები და სამომავლო განვითარების გზები განიხილეს.

"პრეზიდენტი ოფისის ხელმძღვანელი და უნგრეთის საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი მომავალ კვირას სამთავრობო დონეზე გუნდებს შორის ორმხრივი შეხვედრის გამართვაზე შეთანხმდნენ”, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ერმაკმა და სიიარტომ პირადი კონტაქტის აუცილებლობის თაობაზე აღნიშნეს, და “ორმხრივი დღის წესრიგის რთული საკითხების” მოგვარებისთვის რეგულარული კავშირის შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ.