ჯოზეფ ბორელი ვაშინგტონში ვიზიტისას ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგები გაზაფხულსა და ზაფხულში გადაწყდება.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შემდეგ აღნიშნა, რომ უკრაინისათვის მხარდაჭერის ახალი პაკეტის უზრუნველყოფა გადაუდებელი აუცილებლობაა.
მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ მისი გზავნილი აშშ-ის პოლიტიკოსებისთვის იყო – „რისი გაკეთებაც აუცილებელია, სწრაფად უნდა გაკეთდეს.“
„ჩვენ უნდა დავაჩქაროთ, უნდა გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა, გავაკეთოთ მეტი და სწრაფად, ამიტომ ვზრდით სამრეწველო თავდაცვის შესაძლებლობებს. ეს ასევე ეხება აშშ-ს. მომდევნო თვეები იქნება გადამწყვეტი. ბევრი ანალიტიკოსი ელოდება რუსეთის მთავარ შეტევას ამ ზაფხულს და უკრაინა ვერ დაელოდება აშშ-ის მომდევნო არჩევნების შედეგებს,“ – განაცხადა ბორელმა.