საპრეზიდენტო არჩევნების დაწყებამდე ერთი დღით ადრე, რუსეთის ხელისუფლებამ აშშ-ის 227 მოქალაქე „ანტირუსულ საქმიანობაში“ დაადანაშაულა და მათ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
შავ სიაში მყოფი ამერიკელები, მოსკოვის მტკიცებით, ჩართულნი არიან "რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ვაშინგტონის პოლიტიკის შემუშავებაში, განხორციელებასა და გამართლებაში." გზავნილში ასევე ხაზგასმულია, რომ ეს ნაბიჯი წარმოადგენს "საპასუხო ზომას“ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ შეერთებული შტატების მხრიდან მუდმივად გაფართოებულ სანქციებზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სიაში შედიან აშშ-ის ადმინისტრაციის, ბიზნეს წრეებისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე აკადემიური სფეროსა და კვლევითი ცენტრების ათობით თანამშრომელი. მათ შორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი, მეთიუ მილერი, ვაჭრობის, თავდაცვის, ენერგეტიკისა და ფინანსთა მინისტრის მოადგილეები, ასევე Washington Post-ისა და New York Times-ის ჟურნალისტები.
მანამდე, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ორიწლისთავზე აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციების დაწესების შესახებ გამოაცხადა.