ბირთვულ ომთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის განცხადების საპასუხოდ, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ დაცულად უნდა იგრძნოს თავი, რადგან ის ბირთვული სახელმწიფოა.
ემანუელ მაკრონმა ტელეკომპანია TF1-თან და France 2-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მუქარა შეუსაბამოა, როცა „შენ გაქვს ბირთვული იარაღი.“
„ჩვენ, პირველ რიგში, დაცულად უნდა ვიგრძნოთ თავი, რადგან ჩვენ ვართ ბირთვული ძალა. ჩვენ მზად ვართ, გვაქვს დოქტრინა,“ - განაცხადა მაკრონმა.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით, რუსეთი მზად არის ბირთვული ომისთვის, თუმცა ის ბირთვულ იარაღს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ საფრთხე შეექმნება რუსეთის სახელმწიფოს არსებობას და ზიანი მიადგება ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.