კიდევ 100 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი უკრაინაში დააბრუნეს. ამის შესახებ ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი იუწყება.
მეომრების ცხედრების დაბრუნებაში დიდი წვლილი შეიტანა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სხვა სტრუქტურებმა. გადმოსვენების საკითხების მოგვარებაში ჩართული იყო საერთაშორისო წითელი ჯვარი.
„ჩატარდა მორიგი რეპატრიაციული ღონისძიება, რომლის შედეგადაც, სამშობლოში 100 უკრაინელი დამცველის ცხედარი დაბრუნდა," – წერია საკოორდინაციო შტაბის განცხადებაში.
იდენტიფიცირების შემდეგ დაღუპულთა სხეულებს ოჯახს დაუბრუნებენ.
26 იანვარს უკრაინამ 77 დაღუპული მებრძოლის ცხედარი ჩამოასვენა.