ფინეთის მთავრობის განცხადებით, მთავრობა აპირებს, შემოიღოს დროებითი კანონმდებლობა, რომელიც შესაძლებელს გახდის, თავშესაფარზე უარი უთხრან იმ პირებს, რომლებიც ქვეყანაში რუსეთის მხრიდან შედიან.
გასული წლის ბოლოს, ფინეთში რუსეთის მხრიდან შესვლის მსურველ მიგრანტთა ზრდის ფონზე, ჰელსინკმა რუსეთთან 1340-კილომეტრიან საზღვარზე ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ჩაკეტა. ჰელსინკი მოსკოვს ბრალს სდებს, რომ ის განზრახ ატარებს მიგრანტებს ფინეთის საზღვრისკენ.
ზოგიერთი თავშესაფრის მაძიებელი კვლავაც ახერხებს ქვეყანაში შესვლას, რის გამოც ფინეთის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ რაოდენობა მნიშვნელოვნად შეიძლება, გაიზარდოს ამინდის დათბობასთან ერთად.
რუსეთ-ფინეთის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც რუსეთი 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეიჭრა.
ფინეთი 4 აპრილს NATO-ში გაწევრიანდა.