სომხეთი ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალ დოკუმენტს მოაწერს ხელს

სომხეთი ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალ დოკუმენტს ამუშავებს, რომლის ხელმოწერა ივლისისთვის იგეგმება, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პარირ ხოჰანისიანმა ეროვნული ასამბლეის ევროპასთან ინტეგრაციის საკითხთა მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.


„თუ სომხეთსა და ევროკავშირს შორის ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შეთანხმება სრულად განხორციელდება, ჩვენ ნამდვილად გვექნება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. გარდა ამისა, მუშავდება თანამშრომლობის ახალი მიმართულებები და ახალი პროგრამები, რომლებიც გასული წლის ნოემბერში ჩატარებული ფაქტების დამდგენი მისიის შედეგად გაჩნდა. ახლა, ამ ორ პროცესთან და ჩვენი პოლიტიკური დაახლოების გამოხატულებასთან ერთად, მუშავდება ახალი დოკუმენტი. ამასთან დაკავშირებით გარკვეული საკითხები განიხილეს სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის საბჭოსა და სხვა სამუშაო დონეზე. ჩვენ ველოდებით, რომ მაისში მივიღებთ ახალ პროექტს, რომელიც, სავარაუდოდ, ივლისში უნდა იყოს მიღებული,“ - განაცხადა იოჰანისიანმა.