გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, ვაიმარის სამკუთხედის სამიტის შემდეგ, რომელშიც ასევე შედიან საფრანგეთი და პოლონეთი, ბერლინში 15 მარტს უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის შესახებ გამოაცხადა. გერმანიის კანცლერის თქმით, მოკავშირეები შეიძენენ კიდევ უფრო მეტ სამხედრო აღჭურვილობას უკრაინისთვის "მყისიერი შედეგისთვის, და მთელ მსოფლიო ბაზარზე", რაც ნიშნავს შესყიდვებს ევროკავშირის გარეთ.
გარდა ამისა, შოლცმა დასძინა, რომ სამხედრო ტექნიკის წარმოება გაფართოვდება, მათ შორის, „უკრაინის პარტნიორებთან თანამშრომლობით“ და შეიქმნება „შესაძლებლობების ახალი კოალიცია“ რამშტეინის ფორმატში, რათა უზრუნველყოფილი იყოს შორი დისტანციის სარაკეტო არტილერია.
ლიდერთა შეხვედრა ვაიმარის სამკუთხედის ფორმატში უნდა დახმარებოდა უთანხმოების მოგვარებას და მსოფლიო საზოგადოებისთვის ერთიანობის დემონსტრირებას მას შემდეგ, რაც ახლახან აშკარა გახდა პარიზსა და ბერლინს შორის მნიშვნელოვანი უთანხმოება და ორმხრივი პრეტენზიები, რაც უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზვნის შესახებ ემანუელ მაკრონის განცხადებებს მოჰყვა.