ზელენსკი: ოდესის სარაკეტო დაბომბვა ნაძირლების ძალიან ნაძირლური დარტყმა იყო

“ოდესის სარაკეტო დაბომბვა ნაძირლების ძალიან ნაძირლური დარტყმა იყო,“ - შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში გააკეთა.

„ახლა ოდესაში ჯერ კიდევ გრძელდება სამაშველო სამუშაო და დახმარების აღმოჩენა რუსული სარაკეტო დარტყმის შემდეგ. ამ ნაძირლების ძალიან ნაძირლური დარტყმის შემდეგ:ორი რაკეტიდან მეორე ადგილზე მაშველების და ექიმების მისვლის დროს ისროლეს. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არიან სასწრაფო დახმარების მედიკოსები, საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველები. ვუსამძიმრებ ყველა ნათესავსა და ახლობელს. ათობით დაჭრილია. ნანგრევების ქვეშ გრძელდება ადამიანების ძებნა.

ჩართულია ყველა აუცილებელი სამსახური. საოლქო ხელმძღვანელობას ყველა დაშავებულის ბოლომდე დახმარება დავავალე. ჩვენი თავდაცვის ძალები აუცილებლად გააკეთებენ ყველაფერს, რათა რუსმა მკვლელებმა ჩვენი სამართლიანი რეაქცია იგრძნონ,” - განაცხადა ზელენსკიმ.

რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად, ოდესაში 20 ადამიანი დაიღუპა, 73 დაშავდა. 16 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა.