საბერძნეთი უკრაინის განაღმვის კოალიციას შეუერთდა

საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა ნიკოს დენდიასმა ლიეტუველ კოლეგა არვიდას ანუშაუსკასთან შეხვედრისას განაცხადა, საბერძნეთი უკრაინის განაღმვის კოალიციას შეუერთდა.

უკრაინის განაღმვის კოალიციას ლიეტუვა ხელმძღვანელობს.

„უკრაინაში შექმნილი სიტუაციით დავიწყებ და ჩვენს პოზიციას გავიმეორებ, რომ უკრაინაში შეჭრას განვიხილავთ, როგორც მისი ეროვნული სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ახლახან თქვენი ხელმძღვანელობით მოქმედ უკრაინის განაღმვის კოალიციას შევუერთდით და თქვენი თანდასწრებით ბრიუსელში შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ,“ - აღნიშნა საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა.