რუსეთის ხელისუფლების მტკიცებით, უკრაინული დრონი ბელგოროდის ოლქში მანქანას დაეცა

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი აცხადებს, რომ უკრაინული დრონი ოლქში მანქანას დაეჯახა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაშავდა.

  • „აფეთქების შედეგად მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, ხუთი ადამიანი დაშავდა." 

გლადკოვმა განაცხადა, რომ დაშავებულებს, მათ შორის არასრულწლოვან ბიჭს, ტვინის შერყევა და ჭრილობები აქვთ მიყენებული.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს ომს. ამ ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე შეტევების შესახებ ცნობები ხშირია.