ტუსკი მაიკ ჯონსონს: შეხედეთ ოდესას, კიდევ რამდენიმე არგუმენტი გჭირდებათ გადაწყვეტილების მისაღებად?

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის - წარმომადგენელთა პალატის - სპიკერს მაიკ ჯონსონს მიმართავს.

„შეხედეთ ოდესას, სპიკერო ჯონსონ! კიდევ რამდენიმე არგუმენტი გჭირდებათ გადაწყვეტილების მისაღებად?” - წერს ტუსკი.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განცხადება 16 მარტს დილით გამოაქვეყნა. 

ოდესაში რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა.

მედია 15 მარტს წერდა, რომ პიკერი ჯონსონი ფაქტობრივად დათანხმდა უკრაინისთვის დახმარების განბლოკვას, თუმცა იმ პირობებით, რომ ეს იქნება წარმომადგენელთა პალატის პროექტი და კიევს კრედიტის ან ლენდ-ლიზის სახით დახმარება. თეთრი სახლი სესხის გამოყოფას არაადეკვატურად მიიჩნევს.