უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა, რომ ბევრმა დაინახა, რუსეთის ომის სისტემას აქვს დაუცველობა.
„ბოლო კვირების განმავლობაში, ბევრმა უკვე დაინახა, რომ რუსეთის ომის სისტემას აქვს დაუცველობა და ჩვენ შეგვიძლია, მივაღწიოთ ამ დაუცველობას ჩვენი იარაღით. იგრძნობა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ძლიერდება. მადლობას ვუხდი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ყველას, ვინც მუშაობს უკრაინის გაძლიერებისთვის, რადგან ეს არის მართლაც უკრაინული შორი დისტანციური შესაძლებლობები – რისი გაკეთებაც საკუთარ თვითმფრინავებს შეუძლიათ. უკრაინას ახლა ყოველთვის ექნება თავისი დამრტყმელი ძალა ცაში,“ – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ოდესაზე თავდასხმას, რომლის დროსაც, 21 ადამიანი დაიღუპა, „რუსეთს აუცილებლად გაეცემა პასუხი წმინდა სამხედრო თვალსაზრისით.“