უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა წუხელ ხარკოვისა და დონეცკის ოლქებს „ს-300“ ტიპის ხუთი საზენიტო მართვადი რაკეტით, ჩერნიგოვის ოლქს - კი „ხ-59“ ტიპის ორი მართვადი რაკეტით შეუტიეს.
მათივე ინფორმაციით, რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე ასევე 16 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, თუმცა უკრაინელებმა 14 მათგანი ჩამოაგდეს.
საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საჰაერო ძალების და სახმელეთო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები.