საფრანგეთის პრეზიდენტი, უკრაინაში კონკრეტული წინადადებებითა და გადაწყვეტილებებით ჩასვლას აანონსებს.
ემანუელ მაკრონმა განმარტა, რომ მისი ვიზიტი შედგება მაშინ, როდესაც მზად იქნება „კონკრეტული წინადადებები და კონკრეტული გადაწყვეტილებები.“
„აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით - აუცილებლად ჩამოვალ, მე მაქვს წესი: ჩემი ვიზიტი მაქსიმალურად სასარგებლო იყოს უკრაინისთვის. მე ჩამოვალ უკრაინაში კონკრეტული წინადადებებით, კონკრეტული გადაწყვეტილებებით,“- განაცხადა მან უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში.
მაკრონის თქმით, მისი ვიზიტი იქნება "ძლიერი გზავნილი და თანამშრომლობის ახალი მიმართულებები".
ელისეის სასახლემ განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინას უახლოეს კვირებში ეწვევა.