საფრანგეთი აპირებს, შესთავაზოს რუსეთს საომარი მოქმედებების შეწყვეტა უკრაინაში პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დროს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
მაკრონმა უპასუხა უკრაინელ ჟურნალისტს, რომელმაც გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსულმა მხარემ ცეცხლი უნდა შეწყვიტოს, რადგან ოლიმპიადის დროს „ეს ყოველთვის ხდებოდა.“
მაკრონის სიტყვებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა გამოეხმაურა და თქვა, რომ ჯერ საფრანგეთმა უნდა შეწყვიტოს კიევისთვის იარაღის მიწოდება.
„მაკრონმა ასევე უნდა "შეწყვიტოს ტერორიზმის სპონსორობა," - ამტკიცებს ზახაროვა.
ზაფხულის ოლიმპიური თამაშები საფრანგეთის დედაქალაქში 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.