NATO-ს ცხრა მოკავშირე პოლონეთის ხელმძღვანელობით, მრავალეროვნულ სწავლება DRAGON 2024-ს ატარებს, რომელიც მოიცავს ქვეითთა ოპერაციებს, ურბანულ ბრძოლასა და სატანკო ცეცხლს.
მასში მონაწილეობენ ჯარები საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ლიეტუვიდან, პოლონეთიდან, სლოვენიიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან და შეერთებული შტატებიდან. წვრთნები მოკავშირეებს ეხმარება სამხედრო ოპერაციების მომზადებაში, როგორც ტაქტიკურ, ასევე, ოპერატიულ დონეზე.
იგი მოიცავს ქვეითთა ოპერაციებსა და ურბანულ საბრძოლო მოქმედებების მომზადებას და ცოცხალ ცეცხლსასროლი ტანკის წვრთნებს.
სწავლება DRAGON, STEADFAST DEFENDER 2024-ს ნაწილია. STEADFAST DEFENDER 2024 ათწლეულების განმავლობაში NATO-ს ყველაზე მაშტაბური წვრთნებია.
ეს საშუალებას აძლევს მოკავშირეებს გამოავლინონ თავიანთი უნარი, მართონ და გააკონტროლონ დიდი სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალები მნიშვნელოვან დისტანციებზე, ევროატლანტიკური ზონის ფარგლებში. სავარჯიშო DRAGON 2024 გაგრძელდა 4-დან 14 მარტამდე.