მაკრონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა შესაძლოა, საჭირო გახდეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ განცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა, შესაძლოა, საჭირო გახდეს. „ალბათ რაღაც მომენტში, იმის მიუხედავად, რომ მე არ მინდა ამის გაკეთება და არ ვიქნები ინიციატორი, საჭირო იქნება ადგილზე ოპერაციების ჩატარება, როგორიც არ უნდა იყოს ეს, რუსეთის ძალებთან დასაპირისპირებლად.
 
საფრანგეთის სიძლიერე არის იმაში, რომ ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია,“– განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

 „ჩვენი მოვალეობაა, მოვემზადოთ ყველა სცენარისთვის. სხვათა შორის, დარწმუნებული ვარ, რომ ზოგიერთ ამ სცენარში, ვინც ამას შეძლებს, თავისი მოდელით, თავის პასუხისმგებლობას აიღებს. პუტინი ავითარებს შიშის დისკურსს. ჩვენ არ უნდა მივცეთ ამის საშუალება, რადგან ზესახელმწიფოსთან არ გვაქვს საქმე,“ აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მოკავშირეებს შორის არსებობს უთანხმოება უკრაიაში სახმელეთო ოპერაციების ჩატარებისა და კიევისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებასთნ დაკავშირებით.

მაკრონი კიევის მიმართ სოლიდარობის ნიშნად პარასკევს ბერლინში გერმანელ და პოლონელ კოლეგებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ე.წ. ვაიმარის სამკუთხედის სამი ქვეყანა გაერთიანდა იმ მიზნით, რომ არასოდეს დაუშვან რუსეთის გამარჯვება და რომ ბოლომდე მხარი დაუჭირონ უკრაინელ ხალხს.