პუტინის ახლა გაჩერება ყველას საუკეთესო ინტერესებშია - ზელენსკი

„სწორედ ახლა და სწორედ უკრაინის თავდაცვა განსაზღვრავს, ამ ომში, შეძლებს თუ არა პუტინი ევროპასა და მსოფლიოში ნანგრევების ზონის გაფართოებას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.


„ამერიკის შეერთებული შტატები - გმადლობთ დახმარების პაკეტისთვის. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურობა აღდგეს ჩვენი თავდაცვის მხარდასაჭერად. სწორედ ახლა და სწორედ უკრაინის თავდაცვა განსაზღვრავს ამ ომში, შეძლებს თუ არა პუტინი ევროპასა და მსოფლიოში ნანგრევების ზონის გაფართოებას, მისი ახლა გაჩერება ყველას საუკეთესო ინტერესებშია,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.


ზელენსკიმ უკრაინისთვის აღმოჩენილი დახმარებისთვის ასევე მადლობა გადაუხადა დანიას, გერმანიას, კანადას, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს.

„დანია - გმადლობთ თავდაცვის დახმარების კიდევ ერთი, უკვე მე-16 პაკეტისთვის, არტილერიისთვის, რომელიც ჩვენ გვჭირდება. გერმანია - მადლობას გიხდით ყოველკვირეული ნაბიჯებისთვის ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მხარდასაჭერად. მადლობელი ვარ ყველა ქვეყნის, რომელიც შეუერთდა უკრაინისთვის ჭურვების შესაძენასთან დაკავშირებით ჩეხეთის ინიციატივას. ასევე მინდა აღვნიშნო საბერძნეთი, რომელსაც მკაფიოდ ესმის იმ საფრთხეების შესახებ, რომლის წინაშეც ყველა დგას ევროპაში. კანადა - მადლობელი ვარ იმისთვის, რომ თვითმფრინავების კოალიციას შეუერთდით. ეს არის იარაღი, რომელმაც დაამტკიცა, რომ ძალიან ეფექტურია.


ასეთ რთულ საომარ პირობებში ჩვენი არმიის მცირე დიაპაზონზე მოქმედების შესაძლებლობა ზოგიერთი პარტნიორის აშკარა ახლომჭვრეტელობას ნიშნავს. მე ასევე მსურს აღვნიშნო საფრანგეთის ლიდერობა ევროპაში – ჩვენ ვაფასებთ იმ გზას, თუ როგორ ავითარებს პრეზიდენტი მაკრონი ევროპის სტრატეგიულ პერსპექტივას, რეალური, გრძელვადიანი უსაფრთხოების პერსპექტივას, რომელიც მხოლოდ ამ ომში პუტინის დამარცხებით არის შესაძლებელი," - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.