ევროკავშირი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ ე.წ. საარჩევნო უბნების გახსნას უკანონოდ მიიჩნევს.
„ევროკავშირი უკანონოდ მიიჩნევს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებში რუსეთის „საპრეზიდენტო არჩევნებისთვის“ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე გახსნილ სარჩევნო უბნებს. ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრულად ერთგული რჩება,“ წერს ევროკავშირის წარმომდგენლობა.
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გასული წლის დეკემბერში გახდა.