საფრანგეთი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ ე.წ. საარჩევნო უბნების გახსნას უკანონოდ მიიჩნევს.
საფრანგეთი გმობს იმ ფაქტს, რომ რუსეთმა მოაწყო „საარჩევნო უბნები“ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სეპარატისტულ რეგიონებში, ასევე მოლდოვის რესპუბლიკაში დნესტრისპირეთის რეგიონში, საქართველოსა და მოლდოვის ხელისუფლებების თანხმობის გარეშე,“ ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელშიც ხაზგასმულია, რომ რუსეთში საარჩევნო პროცესი მიმდინარეობდა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ხმის ჩახშობის, გამოხატვის თავისუფლების კიდევ უფრო დიდი შეზღუდვისა და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ფუნქციონირების აკრძალვის ფონზე.