„თუ ევროპას სურს მშვიდობიანად არსებობა, ის უნდა გადავიდეს „ომის ეკონომიკის“ რეჟიმში და მნიშვნელოვნად გააძლიეროს თავდაცვის შესაძლებლობები რუსეთისგან მომდინარე საფრთხის წინაშე,“ განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 18 მარტს. რამდენიმე ევროპულ გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში, მიშელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე, რადგან ისინი ებრძვიან უსაფრთხოების უდიდეს გამოწვევას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
„თუ ჩვენ სწორად არ ვუპასუხებთ გამოწვევებს და არ მივცემთ უკრაინას საკმარის მხარდაჭერას რუსეთის შესაჩერებლად, ჩვენ ვიქნებით შემდეგნი. ამიტომ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ თავდაცვისთვის და გადავიდეთ „ომის ეკონომიკის“ რეჟიმში,“ - წერს მიშელი. მისი შეფასებით, „რუსეთი სერიოზული სამხედრო საფრთხეა ევროპის კონტინენტისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის.“ "თუ ჩვენ გვინდა მშვიდობა, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ომისთვის,“ წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაძლიერებთ თავდაცვისუნარიანობას, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა მიიღებს იმას, რაც მას სჭირდება ბრძოლის ველზე,“ აღნიშნა შარლ მიშელმა და ხაზი გაუსვა, რომ „უკრაინელ ჯარისკაცებს სასწრაფოდ სჭირდებათ ტყვიები, რაკეტები და საჰაერო თავდაცვის სისტემები ცის გასაკონტროლებლად.
„ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ევროპული ბიუჯეტი უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად და გამოვიყენოთ რუსეთის იმობილიზებული აქტივებიდან მიღებული მოგება უკრაინისთვის იარაღის შესაძენად,“ წერს მიშელი.