სირსკი: მტერზე უპირატესობის მოსაპოვებლად, ასიმეტრიულ გადაწყვეტილებებს ვეძებთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა უკრაინის არმიაში ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვის დაჩქარებაზე მუშაობს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ ტექნოლოგია და ტექნოლოგიური ეფექტიანობა, მტერზე უპირატესობის მოპოვების გასაღებია.


უპილოტო სისტემები აქ მთავარ როლს თამაშობს. ამიტომ, უპილოტო სისტემების გამოყენების განვითარება ჩემი პრიორიტეტია," - აღნიშნა სირსკიმ.

„კერძოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალები აღჭურვილი უნდა იყოს ყველაზე ეფექტიანი და უახლესი იარაღით. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სპეციალისტების მომზადებაზე ელექტრონულ ომში, უპილოტო სისტემებში, ავტომატური მართვის სისტემებში და ა.შ." - აღნიშნა სირსკიმ.


მან განმარტა, რომ თავის გუნდთან ერთად ეძებს ასიმეტრიულ გადაწყვეტილებებს რიცხობრივად აღმატებულ მტერზე თვისებრივი უპირატესობის მოსაპოვებლად.

ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც უნდა შესრულდეს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიერ, არის ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლის გადარჩენა," - განმარტა სირსკიმ.