აშშ უკრაინის დამარცხებას არ დაუშვებს. შესაბამისი განცხადება აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა „რამშტაინის“ შეხვედრაზე გააკეთა.
„ჩვენ ვიცით, რომ ის პირობები, რომელშიც უკრაინის არმია იბრძვის, უკიდურესად რთულია. სამწუხაროდ, მშვიდობიანი მოსახლეობა რუსული დრონების თავდასხმების შედეგად იტანჯება. ამიტომ ჩვენი დღევანდელი გზავნილი საკმაოდ ნათელია. აშშ უკრაინის დამარცხებას არ დაუშვებს. ამას ჩვენი კოალიცია და თავისუფალი სამყარო არ დაუშვებს,“ - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 315,000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა.
„ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ უკრაინას ის რესურსები მივაწოდოთ, რომელიც მას კრემლის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად სჭირდება“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.