ფაშინიანმა პუტინს „რუსეთის პრეზიდენტად ხელახლა არჩევა მიულოცა“

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ვლადიმერ პუტინს რუსეთის პრეზიდენტად ხელახლა არჩევა მიულოცა.

„ძვირფასო ვლადიმერ, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და თქვენს საქმიანობაში შემდგომ წარმატებებს გისურვებთ,“ – ნათქვამია ფაშინიანის გზავნილში.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ „სომხეთისა და რუსეთის ხალხების საკეთილდღეოდ, ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში დიალოგი განვითარდება.“
 
დასავლეთი რუსეთში ჩატარებულ არჩევნებს არასამართლიანს უწოდებს.