სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ვლადიმერ პუტინს რუსეთის პრეზიდენტად ხელახლა არჩევა
მიულოცა.„ძვირფასო ვლადიმერ, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და თქვენს საქმიანობაში შემდგომ წარმატებებს გისურვებთ,“ – ნათქვამია ფაშინიანის გზავნილში.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ „სომხეთისა და რუსეთის ხალხების საკეთილდღეოდ, ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში დიალოგი განვითარდება.“
დასავლეთი რუსეთში ჩატარებულ არჩევნებს არასამართლიანს უწოდებს.