გერმანია უკრაინისთვის 500 მილიონი ევროს ღირებულების ახალი სამხედრო დახმარების გადასაცემად ემზადება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა რამშტაინის ფორმატში მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა.
პისტორიუსის თქმით, საუბარია საბრძოლო მასალის დამატებით მიწოდებაზე, რაც გულისხმობს 10 ათას საარტილერიო ჭურვს. დახმარების ახალ პაკეტში ასევე შედის 100 ჯავშანმანქანა და 100 სატრანსპორტო მანქანა.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რამშტაინის ფორმატის შეხვედრის გახსნისას განაცხადა, რომ ამერიკა უკრაინის დამარცხებას არ დაუშვებს.