ფინეთი უკრაინისთვის ჭურვების შესაძენად 30 მილიონ ევროს გამოყოფს

ფინეთი ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის შესაძენად, 30 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰიაკანენმა Twitter-ზე (X) დაწერა.

თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ეს გადაწყვეტილება ჩეხეთის თავდაცვის ძალების მეთაურთან ევროპის თავდაცვისა და უკრაინის მხარდაჭერის გაუმჯობესების თაობაზე განხილვის შემდეგ გამოაცხადა.