კანადა 40 მილიონ კანადურ დოლარს გამოყოფს ჩეხეთის ინიციატივისთვის, რომელიც უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შეძენას ისახავს მიზნად. შესაბამისი განცხადება კანადის თავდაცვის მინისტრმა ბილ ბლერმა გააკეთა.
ამასთან, ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, ჩეხეთის ინიციატივამ 18 ქვეყნის კონტრიბუციით უზრუნველყო საკმარისი დაფინანსება უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესაძენად.
„ომის დაწყების შემდეგ კანადამ გამოყო 4 მილიარდი კანადური დოლარი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის, მათ შორის ჰაუბიცები, ტანკები და ჯავშანტექნიკა,“ – ნათქვამია კანადის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.