საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის უფროსის სერგეი ნარიშკინის განცხადება, რომ პარიზი სავარაუდოდ, 2000-ჯარისკაციან კონტიგენტს უკრაინაში გასაგზავნად ამზადებდა. საფრანგეთი რუსეთს პროვოკაციაში ადანაშაულებს.
„რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის, სერგეი ნარიშკინის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რუსეთის მიერ მასობრივი დეზინფორმაციის სისტემატური გამოყენების კიდევ ერთი მაგალითია. ჩვენ მოვუწოდებთ მაქსიმალური სიფხიზლისკენ, რათა თავიდან იყოს აცილებული ნებისმიერი ინსტრუმენტალიზაცია ამ ტიპის კამპანიების საშუალებით,“ - ნათქვამია განცხადებაში.