კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი, მელანი ჯოლი აცხადებს, რომ კანადა ისრაელში იარაღის ექსპორტს აჩერებს.
მანამდე კანადის თემთა პალატამ ამ საკითხთან დაკავშირებით არასავალდებულო ინიციატივა მიიღო.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა აღნიშნა, რომ კანადის ქმედებებს "ისტორია მკაცრად განსჯის."
კანადა, შეერთებული შტატების მთავარი მოკავშირეა, რომელიც ისრაელს ყოველწლიურად მილიარდობით დოლარის სამხედრო დახმარებას უწევდა.
„ადგილზე არსებული ვითარებიდა გამომდინარე, ჩვენ არ შეგვიძლია რაიმე სახის სამხედრო აღჭურვილობის ექსპორტი,“ განუცხადა კანადელმა ოფიციალურმა წყარომ AFP-ს ანონიმურობის პირობით. „იანვრის შემდეგ ექსპორტი არ განხორციელებულა,“ დასძინა მთავრობის წყარომ.