პუტინთან ინტერვიუს რუსეთის სკოლებში უჩვენებენ

ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონის მიერ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინთან ჩაწერილი ინტერვიუს ჩვენება რუსულ სკოლებში დაიწყეს, წერს RTVI. 11 მარტს სამ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩატარდა გაკვეთილები, რომლის დროსაც, ინტერვიუები მოსწავლეებს აჩვენეს. „საგანმანათლებლო პროცესი“ ჩატარდა კრასნოიარსკის No1 სკოლაში, ურალის სამშენებლო, არქიტექტურისა და მეწარმეობის კოლეჯში და დიდ რუსულ საბაზო საშუალო სკოლაში, ომსკის რეგიონში. ასეთი გაკვეთილის მთავარი მიზანია, „მოსწავლის ღირებულებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება სამშობლოს მიმართ.“


გაკვეთილის შემდეგ მოსწავლეებმა უნდა უპასუხონ ვიქტორინის კითხვებს „რუსეთიდან რუსეთამდე.“ კერძოდ, მათ ჰკითხეს, რა სიტყვიდან წარმოიშვა სიტყვა „უკრაინელი.“ გარდა ამისა, ბავშვებმა უნდა შეისწავლონ ის ქვეყნები, სადაც ე.წ. „ფერადი რევოლუციები“ მოხდა.


22 თებერვალს რუსეთის განათლებისა და რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, პუტინის ინტერვიუს შესასწავლად საგანმანათლებლო მასალა გამოაქვეყნა.

დოკუმენტის მიხედვით, მასწავლებლებს მოუწოდებენ, „მოაწყონ საკლასო დებატები“, სადაც ინტერვიუებს განიხილავდნენ. 


მასწავლებლებს ურჩევენ, გამოიჩინონ „განსაკუთრებული ყურადღება ბავშვების ემოციურ მდგომარეობაზე“, არ შეზღუდონ ისინი გრძნობების გამოხატვაში და ასევე ხაზი გაუსვან „ამ საკითხზე რუსეთის საზოგადოების ეროვნულ მხარდაჭერას და ერთიანობას.“