ევროკომისიამ უკრაინას მაკროფინანსური დახმარების სახით 4,5 მილიარდი ევრო გადაურიცხა.
ევროკომისიამ უკრაინას მაკროფინანსური დახმარების პირველი ტრანში დღეს, 50 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდაჭერის პაკეტიდან გადაურიცხა.
„დღეს, უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის მხარდამჭერი ჩვენი 50 მილიარდი ევროს პაკეტიდან 4,5 მილიარდი ევროს გადახდა განვახორციელეთ,“ - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
მანვე აღნიშნა, რომ ხვალ ევროპული საბჭო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების გზებს განიხილავს.