უკრაინის თავდაცვის საწარმოები ცდილობენ, დააკმაყოფილონ არმიის კრიტიკული საჭიროებები და NATO-ს სტანდარტების შესაბამისად საკუთარი 155 მმ ჭურვები აწარმოონ.
ფრონტის ხაზზე ამ საბრძოლო მასალის დეფიციტია. სახელმწიფო თავდაცვის კომპანიის Ukroboronprom-ის წყარომ განაცხადა, რომ წარმოება არ დაიწყება "ამ წლის მეორე ნახევრამდე."
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განმარტა, რომ მიმდინარე წლის მარტის ბოლომდე ევროკავშირი უკრაინას დაახლოებით 170 000 საარტილერიო ჭურვს მიაწვდის.
გარდა ამისა, ჩეხეთი ხელმძღვანელობდა ათზე მეტი ქვეყნის კოალიციას უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად. 2024 წლის თებერვლის შუა რიცხვებში ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა გამოაცხადა, რომ ჩეხეთმა უზრუნველყო 155 მმ და 122 მმ კალიბრის 800 000 საარტილერიო ჭურვი უკრაინისთვის. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩეხეთის ინიციატივით ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან შეძენილი საბრძოლო მასალები შესაძლოა, უკრაინას ივნისის დასაწყისში მიეწოდოს.