პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის, მართლმსაჯულებას ვერ გაექცევა - ჰააგის სასამართლოს ხელმძღვანელი

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ტომოკო აკანემ გამოხატა მტკიცე რწმენა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომლის მიმართაც ჰააგაში დაფუძნებულმა სასამართლომ, გასულ წელს გამოსცა დაპატიმრების ორდერი, სასამართლოს წინაშე წარსდგება უკრაინაში მისი ომის დანაშაულებისთვის. ამის შესახებ მან Kyodo News-თან ინტერვიუში განაცხადა. აკანემ მოიყვანა ჩინური ანდაზა - „სამოთხის შურისძიება ნელია, მაგრამ სარწმუნოა" - იმის მანიშნებლად, რომ პუტინი საბოლოოდ მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს.


მან ასევე აღიარა ICC-ის წინაშე მდგარი გამოწვევები და აღნიშნა, რომ „ბოლო ორი წლის განმავლობაში არ ყოფილა არცერთი საქმე, რის შედეგადაც, ბოლო ორი წლის განმავლობაში დაპატიმრებები დაფიქსირდა.“


ვიდრე არსებობს მტკიცებულებები და საჭიროება, ჩვენ უნდა გამოვცეთ (დაკავების ორდერი) განურჩევლად გარემოებისა და პოლიტიკური ფონისა,“ აღნიშნა აკანემ.

მოსამართლე, რომელმაც ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ხელმძღვანელად დაინიშნა.

იაპონელი ტომაკო აკანე ამ თანამდებობაზე 2027 წლამდე აირჩიეს.


აკანე იყო ერთ-ერთი იმ სამი მოსამართლიდან, რომლებმაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის პრეზიდენტის ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას მიმართ დაკავების ორდერები გასცეს.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინისა და მარია ლვოვა-ბელოვას წინააღმდეგ დაკავების ორდერი სასამართლომ 2023 წლის მარტში გასცა. ტომოკო აკანემ ამ თანამდებობაზე პოლონელი მოსამართლე პიოტრ ჰოფმანსკი შეცვალა.