უკრაინის ვიცე პრემიერმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ უკრაინას წელიწადში 2 მილიონი უპილოტო საფრენი აპარატის წარმოება შეუძლია ამერიკის შეერთებული შტატების, დასავლური ქვეყნების მთავრობებისა და მოქალაქეების ფინანსური მხარდაჭერით. ეს დღეს არსებული წარმოების გაორმაგებას ნიშნავს.
ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, რომ არსებობს ყველა ტიპის დრონის წარმოების გაზრდის პოტენციალი, თუმცა, მისივე თქმით, საჭირო კომპონენტები უცხოეთიდან მუდმივად უნდა შემოდიოდეს.
„ჩვენ ბაზრის იმდენად გაფართოება მოვახერხეთ, რომ შეგვიძლია, ერთ ან თუნდაც ორ მილიონზე მეტი დრონი ვაწარმოოთ წელიწადში,“ - ამბობს უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი.