უკრაინამ კანადისგან, ფინანსური დახმარების სახით, 2 მილიარდი კანადური დოლარი (1.5 მილიარდი აშშ დოლარი) მიიღო. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. შმიგალის თქმით, თანხები დაეხმარება უკრაინის მთავრობას დეფიციტის, კერძოდ სოციალური დახმარების პროგრამების დაფინანსებაში.
„მადლობელი ვართ კანადელი ხალხისა და მთავრობის, რომლებიც ამ რთულ დროს ჩვენს საიმედო მოკავშირეებად რჩებიან,“ - წერს შმიგალი.
უკრაინის მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კანადის ფინანსური დახმარების მთლიანი მოცულობა თითქმის 7 მილიარდ კანადურ დოლარს (5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი) შეადგენს.