უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პუტინმა უნდა წააგოს და ეს დემოკრატიული სამყაროსთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.
ვოლოდიმირ ზელენსკი თქმით, როდესაც პუტინი დამარცხდება, დემოკრატიული სამყარო „კარგ პერსპექტივას მიიღებს მომავალი თაობისთვის.“
„ჩვენ უნდა ვიყოთ მედეგები სხვადასხვა გამოწვევებთან მიმართებაში, ჩვენ უნდა ვიყოთ შორს მსროლელები, რათა დავამარცხოთ პუტინი და არ ვიყოთ ისეთ სიტუაციაში, როდესაც დასავლეთის სიმტკიცესთან დაკავშირებული ეჭვი ამ შეშლილს ეხმარება,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, შეხვედრა გამართა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან.
„გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან კონკრეტული საუბარი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე და ერთობლივ პოლიტიკურ შედეგებზე, რომელიც უნდა მივაღწიოთ,“ - ვოლოდიმირ აღნიშნა ზელენსკიმ.