აშშ-მ ილია ღამბაშიძე და ნიკოლაი ტუპიკინი, დეზინფორმაციული კამპანიის გამო დაასანქცირა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დასანქცირა მოსკოვში დაფუძნებულ კომპანია Social Design Agency და მისი დამფუძნებელი, ილია ღამბაშიძე, ასევე რუსეთში დაფუძნებულ კომპანია Group Structura და მისი მფლობელი და დირექტორი, ნიკოლაი ტუპიკინი. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი განმარტავს, რომ Social Design Agency კამპანიის მთავარი მოქმედ აქტორებს შორისაა.


კერძოდ, ყველა აღნიშნული კომპანიები ჩართულები იყვნენ ლათინურ ამერიკაში საინფორმაციო კამპანიის კოორდინაციაში, რომელიც მიზნად ისახავდა უკრაინის მხარდაჭერის შესუსტებას. ისინი მართავდნენ 60-ზე მეტი ვებგვერდის ქსელს, რომლის მეშვეობითაც, ლათინური ამერიკის ქვეყნებში ვრცელდებოდა ყალბი ინფორმაცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შესახებ და კონტინენტზე აშშ-ისა და NATO-ს პოლიტიკის დისკრედიტაციის შესახებ.


განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ კომპანიებმა ასევე დაამყარეს თანამშრომლობა მედიასთან და ლათინურ ამერიკაში გავლენიან პირებთან, რომლებიც გამოიყენეს კრემლის ნარატივის პოპულარიზაციისთვის.


გასული თვის თებერვალში Washington Post-ი წერდა, რომ ევროპული დაზვერვის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, ილია ღამბაშიძე და ნიკოლაი ტუპიკინი უშუალოდ სერგეი კირიენკოსთან და კიდევ ერთ კრემლის მაღალჩინოსან - ევროპისა და უკრაინის კოორდინატორთან სოფია ზახაროვასთან თანამშრომლობენ. სტატიაში ნათქვამია, რომ ილია ღამბაშიძე ცრუ ვებგვერდების შექმნის გამო, ევროკავშირის მიერ უკვე სანქცირებულია.


ილია ღამბაშიძე: უბრალო, დეზინფორმაციული კამპანიის “ჯარისკაცი“ თუ რუსეთის ტროლების მეფე? ამ სათაურით სტატია France24-მა 28 თებერვალს გამოაქვეყნა. როგორც გამოცემა წერს, ღამბაშიძე შეიძლება, არ იყოს ცნობილი, მაგრამ ის როგორც ჩანს, ჩართულია რუსეთის თითქმის ყველა უახლეს დეზინფორმაციულ ოპერაციაში მთელ მსოფლიოში.

მისმა მავნე კიბერ ქმედებებმა ღამბაშიძეს ევროპული სანქციების სიაში ადგილი შარშან მოუტანა. ილია ღამბაშიძის სახელი პირველად 2023 წლის ივლისში რუსი მოქალაქეების სანქციების სიაში გამოჩნდა. ეს სია ევროკავშირის საბჭომ შეადგინა.

სოციალური პროექტირების სააგენტო (SDA) და Structura-ს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღწერს, როგორც „გავლენის მქონე ფირმებს“, რომლებსაც აქვთ „ღრმა ტექნიკური შესაძლებლობები, ღია საინფორმაციო გარემოს ექსპლუატაციის გამოცდილება და დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელების ისტორია, რუსეთის საგარეო გავლენის მიზნების განსახორციელებლად.


„მას შემდეგ, რაც მისი სახელი ევროპული სანქციების სიაში მოხვდა, ღამბაშიძე დაკავებული იყო საფრანგეთის მუსლიმურ და ებრაულ თემებს შორის დაძაბულობის გაღვივებით, რომელიც ისრაელის მიერ 7 ოქტომბრის ჰამასის თავდასხმის საპასუხოდ იყო წამოწყებული,“  წერს France 24


„კრემლმა ღამბაშიძე მოიხსენია, როგორც უკრაინაში ახალი ანტიდასავლური პროპაგანდისტული კამპანიის მთავარ ორგანიზატორად, დოკუმენტების მიხედვით, სადაც დეტალურად არის აღწერილი დეზინფორმაციის გეგმა, ხელს აწერს SDA-ს ბოსი,“ - ამ ინფორმაციამ უკრაინულ მედიაში გაჟონა.


ფრანგული მედია კი წერს, რომ ღამბაშიძეს ჯერ არ მიუღწევია პრიგოჟინის დონის დეზინფორმაციულ სტატუსამდე.

„მიუხედავად იმისა, რომ პრიგოჟინი ცნობილი იყო თავისი საჯარო ტრაბახებითა და ხრიკებით, ღამბაშიძის მოდუსი დისკრეციული ჩანს. მისი პირადი ცხოვრების შესახებ ძალიან ცოტაა ცნობილი, ინტერნეტი კი, მის შესახებ მწირ ინფორმაციას გვაწვდის - რუსი გამომძიებელი ჟურნალისტის სერგეი ეჟოვის თქმით, ღამბაშიძე 46 წლისაა,“ წერს France24.

 „ადრე მუშაობდა პიოტრ ტოლსტოის მრჩევლად. საყურადღებო დეტალია. პიოტრ ტოლსტოი, ლევ ტოლსტოის შვილიშვილია. უმცროსი ტოლსტოი არის რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის, დუმის თავმჯდომარის მოადგილე. ის ასევე იყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე, ვიდრე რუსეთს 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ გარიცხავდნენ ორგანიზაციიდან,“ წერს France24.