21 მარტის ღამეს, რუსებმა კიევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, კიევის დედაქალაქის სამ რაიონში ხანძარი გაჩნდა და ბოლო მონაცემებით, 13 ადამიანი დაშავდა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები მონაწილეობდნენ.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ კიევის მიმართულებით გაშვებული 31-ვე რაკეტა ჩამოაგდეს.
„21 მარტის ღამეს მტერმა თავდასხმა 11 „ტუ-95“-ის ტიპის ბომბდამშენიდან 2 „ისკანდერ-მ“-ის ბალისტიკური რაკეტით და 29 ფრთოსანი რაკეტით განახორციელა. (გაშვების ადგილები - ვოლგოდონსკი, ენგელსი - რუსეთის ფედერაცია),“ - აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.