რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს. აშშ-ის აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს თუ ამ ომიდან თავისუფალ, დემოკრატიულ, სუვერენულ ქვეყნად გამოვა.
სალივანმა აღნიშნა, რომ კონგრესის მიერ შეჩერებული დახმარების პაკეტი უკრაინაში აუცილებლად მოხვდება, თუმცა გაგზავნის ზუსტი დრო არ დაუსახელებია. მისი განცხადებით, ჯო ბაიდენი ყველაფერს აკეთებს, რათა სენატის მიერ უკრაინისთვის დამტკიცებული 60 მილიარდი დოლარის დახმარება წარმომადგენელთა პალატაშიც დამტკიცდეს.
„ვთქვი, რომ დღეს უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. და რას ნიშნავს ეს? -ეს ნიშნავს, რომ უკრაინა ამ ომიდან გამოვა სუვერენულ, დამოუკიდებელ, თავისუფალ, სამომავლო აგრესიის შეკავების შესაძლებლობის მქონე ქვეყნად, ძლიერი, დონამიური დემოკრატიით, ღრმა დემოკრატიული ინსტიტუტებით, ეკონომიკით, რომელიც იზრდება არა მხოლოდ ტრადიციულ დარგებში, არამედ, მაღალი ტექნოლოგიების სფეროშიც, სფეროში, რომელშიც თქვენ ინოვაციებს ნერგავთ, და რუსული თავდასხმების ფონზეც ინოვაციებს ნერგავთ. აი რას ნიშნავს გამარჯვება,” - განაცხადა სალივანმა.