სამხრეთ კორეა და შეერთებული შტატები კომბინირებულ ურბანულ საბრძოლო წვრთნას ატარებენ, რათა ურბანულ რაიონებსა და მიწისქვეშა ობიექტებში საფრთხის წინააღმდეგ მზადყოფნა გააძლიერონ. წვრთნები სეულიდან ჩრდილო-დასავლეთით ,37 კილომეტრში დაიწყო.
სწავლებაში დაახლოებით 400 ჯარისკაცი, მათ შორის, სამხრეთის მე-9 ქვეითი დივიზიის ჯარისკაცები, აშშ-ის ქვეითი ოცეული და სხვა დანაყოფები, ასევე ტანკები, ვერტმფრენები და თვითმფრინავები მონაწილეობენ.