პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის ცნობით, პოლონეთმა თავისი მოიერიშე თვითმფრინავები გაააქტიურა, რადგან რუსეთის არმიამ 21 მარტის ღამეს უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმები მიიტანა.
„შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა აკვირდება რუსეთის ფედერაციის შორ მანძილზე მყოფი ავიაციის ინტენსიურ აქტივობას უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე,“ - ნათქვამია განცხადებაში.
პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო სიტუაციის მონიტორინგს აგრძელებს.
რუსეთმა 21 მარტს ღამით უკრაინაზე სარაკეტო შეტევა განახორციელა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, კიევის რეგიონში ყველა რაკეტა განადგურდა. თუმცა რაკეტების ნამსხვრევებმა კიევში ზიანი და ხანძარი გამოიწვია. დედაქალაქში დაზიანდა შენობები, საბავშვო ბაღები და მანქანები. რუსეთის თავდასხმის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთი ბავშვი.