რუსული საოკუპაციო ძალები აგრძელებენ ოპერაციებზე კონცენტრირებას დონეცკის რეგიონში, მაგრამ მცირე წარმატებას აღწევენ. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს 21 მარტის დაზვერვის მიმოხილვაშია ნათქვამი. დაზვერვა აღნიშნავს, რომ რუსული ჯარების წინსვლა შენელდა ბოლო კვირებში, სავარაუდოდ, ნაწილობრივ ავდეევკის წინააღმდეგ შეტევითი კამპანიის დროს მნიშვნელოვანი დანაკარგების გამო.
ანალიტიკოსების აზრით, რუსები დონეცკის ჩრდილო-დასავლეთით კონტროლის ზონების გაფართოებას ცდილობდნენ რამდენიმე სოფელში, კერძოდ ორლოვკაში, ტონენკოეში, პერვომაისკოეში და ნეველსკოეში.
„სიტუაცია რჩება არასტაბილური, უკრაინელებს აკლიათ პერსონალი და საბრძოლო მასალა, რაც, სავარაუდოდ, ზღუდავს მათ პოზიციების დაკავების შესაძლებლობას,“ - ნათქვამია დაზვერვის მოხსენებაში.
წინა მიმოხილვაში, ბრიტანულმა დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს, გაზარდოს და გააუმჯობესოს შენიღბვის საშუალების გამოყენება, რათა შეამსუბუქოს შავი ზღვის ფლოტისა და საჰაერო კოსმოსური ძალების (ASF) მძიმე დანაკარგები ბოლო ორი წლის განმავლობაში.
მანამდე ბრიტანულმა დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იძულებული გახდა, გაეძლიერებინა ძალისხმევა შავ ზღვაში ფლოტის შესანარჩუნებლად, ხოლო უკრაინა აგრძელებს შორიდან დარტყმის შესაძლებლობის ძიებას.
მანამდე ბრიტანულმა დაზვერვამ ისაუბრა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ახალი მთავარსარდლის, ალექსანდრე მოისეევის დანიშვნაზე, ნიკოლაი ევმენოვის ნაცვლად და იმ ამოცანების შესახებ, რაც უკრაინის თავდასხმების გამო, რუსული გემების არაერთი დანაკარგის შემდეგ აწყებიან.