ბელგიამ უკრაინას 200 მილიონი ევრო გამოუყო ევროკავშირის მიღმა ქვეყნებში საბრძოლო მასალის შესაძენად, განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კროომ.
„ბევრ ქვეყანასთან ერთად ვმუშაობთ. ეს არის საერთო შესყიდვა ევროკავშირის გარეთ, რომელსაც კოორდინაციას უწევს ჩეხეთი," - განაცხადა დე კროომ. პ
ბელგიის პრემიერის თქმით, ეს დახმარება ფინანსდება ბელგიაში გაყინული რუსული აქტივების ინვესტიციიდან მიღებული მოგების გადასახადებით. დე კროომ ხაზი გაუსვა, რომ გარიგება უახლოეს მომავალში დასრულდება.
ჩეხეთს უკრაინისთვის პირველი 300 000 ჭურვის შესაძენად საკმარისი დაფინანსება უკვე აქვს. ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ განაცხადა.
ფიალას თქმით, ჩეხეთის ინიციატივამ, უკრაინას საბრძოლო მასალა მიაწოდონ, ამ დროისთვის 300 000 საარტილერიო ჭურვის შესაძენად საკმარისი დაფინანსება მოიპოვა, თუმცა პარტნიორების ძებნას გაარძელებენ.
„ჩვენი მიზანია, მივაწოდოთ ბევრად მეტი. ჩვენი მუშაობა და დახმარება უკრაინისთვის აქ არ მთავრდება. ვაგრძელებთ პარტნიორების ძებნას, რათა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა რუსი აგრესორის წინააღმდეგ გაბედულ ბრძოლაში,“ – აღნიშნა ფიალამ.
ჩეხეთის ინიციატივას სხვა ქვეყნებთან ერთად, ნორვეგია, გერმანია და საფრანგეთიც უერთდებიან.