რუსეთის ფედერაციის ბალტიის ფლოტის წვრთნებისას, რაკეტა რუსულ ხომალდ (ტრალერი) "კაპიტან ლობანოვს" რაკეტა მოხვდა - არის მსხვერპლი. ეკიპაჟის წევრების ახლობლებმა მედიას განუცხადეს, რომ ხომალდი რუსეთის ბალტიის ფლოტის წვრთნებისას რუსული რაკეტით დაზიანდა და ჩაიძირა.
„დოჟდს“ ეკიპაჟის წევრის ახლობელმა დაუდასტურა, რომ გემს რუსეთის საზღვაო ძალების რაკეტა მოხვდა, იუწყება Censor.NET.
ადგილობრივი ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციით, ბორტზე ხანძარი გაჩნდა და შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გარდა ამისა, რუსეთის ხელისუფლება მხოლოდ ერთი ადამიანის გარდაცვალებას ადასტურებს.
დაჭრილები პიონერსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
„დოჟდს“ წყაროს ცნობით, დაშავებულები FSB–ს ოფიცრებმა გააფრთხილეს, რომ ინციდენტზე არ ისაუბრონ.