FT: აშშ-მ მოუწოდა უკრაინას, შეწყვიტოს დარტყმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მ გააფრთხილა უკრაინა, შეწყვიტოს შეტევა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე და გააფრთხილა კიევი, რომ ობიექტებზე თავდასხმამ შეიძლება,  ნავთობის გლობალური ფასი და შემდგომი შურისძიების რისკები გაზარდოს, იტყობინება Financial Times (FT) 22 მარტს, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით. 


ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა უპილოტო თვითმფრინავების დარტყმების სერია მოაწყვეს, რომლის მიზანიც რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის დაზიანება იყო. უკრაინამ  ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს რამდენიმე რეგიონში, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დაარტყა.

როდესაც უცხოური სამხედრო დახმარება შემცირდა, განსაკუთრებით აშშ-სგან დაფინანსების მუდმივი ჩიხის გამო, უკრაინამ ყურადღება შიდა წარმოების თავდასხმის შესაძლებლობებზე გაამახვილა.

როგორც წყაროებმა FT-ს განუცხადეს, აშშ შიშობს, რომ რუსეთს შეუძლია, პოტენციურად საპასუხო მოქმედება დასავლეთის მიერ გამოყენებულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმით, რამაც შეიძლება, გლობალურად ენერგიის მაღალი ფასები გამოიწვიოს.


ამავდროულად, რუსეთი ძალზედ არის დამოკიდებული ენერგიის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალზე, რათა დააფინანსოს თავისი საბრძოლო მანქანა და გადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებმა უკვე გამოიწვია მნიშვნელოვანი შეფერხებები.


მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რეგულარულად იმეორებდა თავის მხარდაჭერას უკრაინისადმი და მზადყოფნას, აღკვეთოს რუსეთის გამარჯვება, მას ასევე ემუქრება ბრძოლა ხელახალი არჩევნებისთვის ამ წლის ბოლოს.

ანალიტიკოსმა FT-ს განუცხადა, რომ აშშ-ის გაფრთხილებები, შეიძლება უპირველეს ყოვლისა დაკავშირებული იყოს საარჩევნო პოლიტიკასთან.

„არაფერი აშინებს მოქმედ ამერიკელ პრეზიდენტს ისე, როგორც ფასების ზრდა საარჩევნო წლის განმავლობაში,“ - აღნიშნა ბობ მაკნალიმ, საკონსულტაციო ჯგუფ Rapidan Energy-ის პრეზიდენტმა და თეთრი სახლის ყოფილმა მრჩეველმა ენერგეტიკის სფეროში.

Financial Times-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაე ოფიციალური კომენტარები არ გაკეთებულა.