პარიზმა და ბერლინმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც საშუალებას აძლევს ფრანკო-გერმანულ კომპანიას KNDS-ს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ტანკებსაც აწარმოებს, ფილიალი გახსნას უკრაინაში, განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიენ ლეკორნუმ გერმანელ კოლეგასთან ბორის პისტორიუსთან მოლაპარაკების შემდეგ.
„ჩვენ ვაცხადებთ, რომ გერმანულ-ფრანგული კომპანია KNDS უკრაინაში ადგილობრივ ერთეულთან ერთად ფეხს მოიკიდებს,“ - განაცხადა ლეკორნუმ.
მისივე თქმით, კომპანიის ფილიალი ჩართული იქნება სათადარიგო ნაწილების წარმოებასა და ადგილობრივი პერსონალის მომზადებაში.
2016 წელს დაუძნებული KMW+Nexter Defense Systems (KNDS) არის ორი ევროპული ჯავშანტექნიკის მწარმოებლის ერთობლივი საწარმო - გერმანული ფირმა Krauss-Maffei Wegmann და ფრანგული Nexter Systems. კომპანიის სათაო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს.